|
2017-06-19 12:36:11, 1381 ნახვა
საზოგადოება
კახეთის რეგიონში თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების პროგრამის განხილვა გაიმართა
კახეთის რეგიონში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, (FAO) სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორაგნიზებით, საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ორ დღიანი სემინარი გაიმართა თემაზე -„თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემა, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები“ . უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ მოწვეულ ჟურნალისტებს თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებზე, სერტიფიცირების პროგრამის განხორციელებისთვის საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე, კანონზე „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. კანონი ძალაში 2017 წლის 1 ივნისს შევიდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერმა, ბექა ძაძამიამ ჟურნალისტებს თესლის სერტიფიცირების მსოფლიო პრაქტიკა და ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნები გააცნო. სათესლე მასალის სავალდებულო სერტიფიცირების წინა პროცედურები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით 2015 წლიდან მიმდინარეობს. კანონის თანახმად, ეროვნული კატალოგი შეიქმნება, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ან/და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ჩამონათვალს. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების სერტიფიცირება ნებაყოფლობითია, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშებისა. სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა თესლსა და სარგავ მასალაზე სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, ასევე საერთაშორისი აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის პირველ იანვრამდე სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა თესლსა და სარგავი მასალის სერტიფიცირება დაინტერესებულ პირთათვის იქნება უფასო. აღნიშნული კანონპროექტი ასევე არეგულირებს სარეალიზაციოდ გამიზნული თესლისა და სარგავი მასალის ეტკეტირების პირობებს და პასუხისმგებლობის ზომებს ამ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის. (NS)
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)