|
2015-04-20 09:41:31, 371 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი: ვფიქრობ, მედიას და ოპოზიციას აღარ ექნება კითხვები, თუ სად არის დაპირებული საწარმოები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი ხელისუფლების პირობებში საწარმოების დაფინანსების საკითხით დაინტერესდა. მან სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას ჰკითხა, თუ რამდენი საწარმო დაფინანსდა ახალი მთავრობის დროს. ითარ დანელიას თქმით, ჯამში 119 საწარმოა დაფინანსებული, რომლებსაც მედიის წარმომადგენლები მედია-ტურის მეშვეობით ეცნობიან. "დაფინანსებულია უკვე 119 საწარმო.ასევე ჩვენ ესთეტიკური შესახედაობის გამო, 10-ზე მეტი ამოვიღეთ ნუსხიდან, ვინაიდან მოვთხოვეთ ცოტა უფრო მაღალი სტანდარტების დაცვა, ვინაიდან ჩვენ უფრო სხვა ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ ბიზნესი.შესაბამისად, ლოტოტრონის პრინციპით მოხდა შერჩევა და მედიის წარმოამდგენლებმა თავად შეარჩიეს ის საწარმოები და კახეთში უკვე რამდენიმე მათგანი მოვინახულეთ. დღეს გრძელდება მედიატური და მთავრობის სხდომის შემდეგ მე ვუბრუნდები მედიატურს და გავაგრძელებთ ამ საწარმოების დათვალიერებას. ჯერჯერობით მე ვფიქრობ, რომ ძალიან პოზიტიურია განწყობა, დიდია ინტერესი და და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს ასეთი ჩართულობისთვის. ჩვენ ამ ტრადიციას სხვა რეგიონებშიც გავაგრძელებთ და მათთან ერთად შევარჩევთ შემდეგ რეგიონს და შესაბამის თარიღს,-განაცხადა ოთარ დანელიამ. ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებისთვის საწარმოების დათვალიერების ინიციატივა მოიწონა და იმედი გამოთქვა, რომ მათ აღარ გაუჩნდებათ კითხვები დაპირებულ საწარმოებთან დაკავშირებით. "ვფიქრობ, ძალიან კარგი ინიციატივაა, კარგია, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ თითოეული საწარმო, რომელიც დაფინანსდა ჩვენი მთავრობის დროს, ვფიქრობ მედიას და ჩვენს ოპოზიციას კითხვები აღარ ექნება, თუ სად არის დაპირებული საწარმოები",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)