19:08 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-17 13:55:20, 2101 ნახვა

საზოგადოება რეგიონი
ტურიზმის დეპარტამენტი ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებში ტრენინგებს ატარებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში სასტუმროების, ტურისტული სააგენტოების მარკეტიგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგები დაიწყო.

4 დღიანი ტრენინგი ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორებიცაა მარკეტინგული სტრატეგია და ტურიზმის ინდუსტრია, ონლაინ გაყიდვები და მათი მნიშვნელობა ტურიზმის ინდუსტრიაში, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) როლი ტურიზმში და რეკლამის მნიშვნელობა გაყიდვების სტიმულირებაში.

„ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები“-ს საკითხებში ლექციებს საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ექსპერტი ნინო დგვეფაძე კითხულობენ. ტრენინგები მონაწილეებს ორ ეტაპად სასტუმრო „დივან სუითში“ უტარდებათ. ის 9 ივნისს დაიწყო და 18 ივნისს დასრულდება. ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში დეპარტამენტმა ტრენინგი 300-მდე ადამიანს ჩაუტარა, მათ შორის 207-ს მთიანაჭარაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics