|
2017-06-16 15:52:15, 758 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობის პროცესს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად, დღეს ანგისის დასახლებაში მდებარე სპორტული ბაზის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ზურაბ პატარაძეს მიმდინარე პროცესები სამუშაოების ხელმძღვანელმა გააცნო. მთავრობის თავმჯდომარემ სპორტული ბაზის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არა მარტო ქართველ სპორტსმენებს, არამედ სხვა ქვეყნის სპორტსმენებსაც ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ წვრთნები. ,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ბათუმისთვის. წლების მანძილზე ბათუმის დინამოს არ ქონდა საწვრთნელი ბაზა და ის წვრთნებს მეზობელ რაიონში აწარმოებდა. სულ რაღაც რამოდენიმე თვეში მათ ექნებათ არაჩვეულებრივი ბაზა. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რომელთა ძირითადი ნაწილი რამოდენიმე თვეში დასრულდება. ეს არის საკმაოდ ღირებული პროექტი - 4 მილიონ ლარზე მეტი თანხა იხარჯება. ეს არის ბათუმის, წარმატება, ჩვენი რეგიონის კიდევ უფრო ამაღლება. ბაზა მოგვცემს საშუალებას გავმართოთ სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, რაც ხელს შეუწყობს ასევე სპორტული ტურიზმის განვითარებას",-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. სპორტკომპლექსის ტერიტორიაზე უკვე აშენდა 3 სართულიანი შენობა, რომლის მეოთხე სართულზე გათვალისწინებულია ტერასა მედია საშუალებიბისთვის. მესამეზე კი - ადმინისტრაციული განყოფილება. შენობის მეორე სართულზე განთავსდება სასტუმრო, პირველზე კი საშხაპეები. ასევე იქნება კომერციული ფართები, პარკინგი და შშმ პირთათვის იქნება ადაპტირებული. დღეისთვის მიმდინარეობს მოედნების სტაციონარული სარწყავი სისტემებით, წყლის რეზერვუარების, ტერიტორიაზე მოსაპირკეთებელი ბეტონის ფილების, ბორდიურებისა და ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები. ეწყობა ანძები და განათების სისტემა. სპორტკომპლექსს გაუკეთდება ქვის ღობე. მიმდინარეობს ლითონის ღობის სექციების დამზადება-მონტაჟი. ამჟამად მიმდინარე შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 1 მილიონ 380 ათასი ლარია. საწვრთნელი სპორტული ბაზის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის ღირებულება 4 მილიონ 900 ათას ლარს შეადგენს. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ენერგო სექტორ მშენი" ახორციელებდა. ბაზის მშენებლობა 2016 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. კომპანიის მიერ განხორციელდა მილიონ 600 ათასი ლარის სამუშაოები. ტენდერის პირობების შეუსრულებლების გამო „ენერგოსექტორმშენი" 240- 000 ლარით დაჯარიმდა, რაც მერიამ გარანტორიო ბანკისგან უკვე დაიბრუნა. ხელახალი გამარტივებული ტენდერი მიმდინარე წლის 14 მარტს გამოცხადდა. ახალი პირობების თანახმად პროექტი, რომლის ბიუჯეტი წინა შესყიდვის ბიუჯეტზე 800 ათასამდე ლარით ნაკლებია, 2017 წლილს 25 დეკემბერს უნდა დასრულდეს. შესყიდვის ღირებულება 4 116 170 ლარია. სამუშაოებს ასრულებს შპს „მონოლითი-2005". (NS)
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)