|
2017-06-14 16:36:46, 1754 ნახვა
საზოგადოება
25 ივნისს ვაკის პარკში ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest გაიმართება
შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის ორგანიზებით, 25 ივნისს, ვაკის პარკში, 13:00-17:00სთ, ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest გაიმართება. სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია 14 ივნისიდან იწყება და 24 ივნისამდე გაგრძელდება - ინფორმაცია ამის შესახებ მედიას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ, დედაქალაქის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის დამფუძნებელმა ანა ნავდარაშვილმა მიაწოდეს. ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ. სპეციალურად ფესტივალისთვის კომპანიებმა 700 - ზე მეტი ღია პოზიცია წარმოადგინეს, მათ შორის, სტაჟირების მიმართულებითაც. ფესტივალი მიზნად ისახავს დამსაქმებლების და ახალგაზრდების დაკავშირებას, სამუშაოს მაძიებლების დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობას. სპეციალურად, ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალ Job Fest-ისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-პორტალზე Worknet.gov.ge-ზე ახალი სოფტი შეიქმნა. მისი მისამართია www.jobfest.ge. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდები აქ უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაცია შესაძლებელია www.ssa.gov.ge-ზე ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალის ბმულზეც. ასევე: სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებში (სამუშაო დღეებში 10:00-17:00 სთ). რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ ფესტივალზე დასასწრებ JOB fest-ის ბარათს. JOB fest-ში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია www.studentjob.ge -ზე, რაც სამუშაოს მაძიებელს შესაძლებლობას აძლევს წინასწარ გაეცნოს ვაკანსიებს და დასაქმების ფესტივალზე პირდაპირ უკვე შერჩეულ კომპანიებთან მივიდეს და გაესაუბროს. ახალგაზრდები ფესტივალზე უნდა გამოცხადდნენ სარეგისტრაციო ბარათით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით და პირადი რეზიუმეთი - cv (რამდენიმე ეგზემპლარით). ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია. ღონისძიებაზე დამსაქმებლები სპეციალურად მათთვის გამოყოფილ სივრცეში იქნებიან წარმოდგენილი. გარდა ამისა, ვაკის პარკის ერთ ნაწილში მოეწყობა „წარმატების კუთხე“, სადაც შესაძლებელი იქნება, სპიკერების გამოსვლების მოსმენა კარიერულ ზრდაზე, მოტივაციაზე, წარმატებასა და სტუდენტებისთვის საინტერესო სხვადასხვა თემაზე. ფესტივალის თანაორგანიზატორები არიან: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი და პროექტი – „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ (YES Georgia), რომელსაც ახორციელებს ფონდი კრისტალი PH International-თან და მისო კრისტალთან ერთად USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, პალიტრა მედია ჰოლდინგი. ღონისძიებას წყლით უზრუნველყოფს წყალი „სნო“.
(NS)
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)