|
2017-06-14 14:11:33, 1549 ნახვა
საზოგადოება
ვიქტორ დოლიძემ პროექტის „ევროპული მასწავლებელი“ მონაწილე პედაგოგებს სერთიფიკატები გადასცა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე,განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოში სლოვაკეთოს ელჩი რუდოლფ მიხალკა პროექტის „ევროპული მასწავლებელი“ სასწავლო ვიზიტის მონაწილე პედაგოგებს შეხვდნენ და სერთიფიკატები გადასცეს. როგორც ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, ხელისუფლებისთვის განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი. „ჩვენ ვიზის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ კიდევ წინ ვდგამთ ნაბიჯებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი სფერო, უმთავრესი პრიორიტეტი და მათ შორის პროფესიული განათლება, რომლის მთავარი მიზანი იყო სწორედ ამგვარი ვიზიტი ჩვენი მასწავლებლების როგორც ბრატისლავაში ისე ავსტრიაში. ამგვარი ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლა, რომელიც ძალიან კარგი აქვს სხვათაშორის ზოგიერთ ქვეყანას ყოველთვის ხელს შეუწყობს იმას, რომ პროფესიული განათლების მიმართულებით ჩვენმა მასწავლებლებმა კიდევ უფრო მეტი ახალი ინფორმაცია ჩამოიტანონ საქართველოში და გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. ცნობისთვის, 21-25 მაისს სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების პედაგოგები სლოვაკეთის რესპუბლიკაში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნენ. სასწავლო ვიზიტი პროექტის „ევროპელი მასწავლებელი“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანიცაა პროფესიული განათლების განვითარება საქართველოში, სლოვაკეთის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინება პროფესიულ განათლებაში, ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია. პროექტი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, ასევე, საქართველოში სლოვაკეთის საელჩოს, სლოვაკეთსა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოების მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის „ევროპული მასწავლებელი“ სასწავლო ვიზიტის მონაწილე პედაგოგების დაჯილდოვება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა. (NS)
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)