|
2017-06-14 13:47:45, 2066 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთმა საქართველოს საბაჟოს თანამედროვე საბაჟო აპარატურა გადმოსცა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ ხელი მოაწერეს მიღება-ჩაბარების შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ჩინეთის მთავრობამ საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა ახალი კომბინირებული კონტეინერის/სატრანსპორტო საშუალების მობილური შემოწმების სისტემა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტთან „ყაზბეგი“ მოქმედი სატრანსპორტო საინსპექციო სისტემის მდინარე თერგის ადიდების შედეგად მწყობრიდან გამოსვლის გამო, დაუყოვნებლივ საჭირო გახდა ტექნიკის ახლით შეცვლა. 2015 წელს ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას გამოუყო უსასყიდლო დახმარება 26 მილიონი ჩინური იუანის (დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით ახალი კომბინირებული კონტეინერის/სატრანსპორტო საშუალების მობილური შემოწმების სისტემის შესაძენად. ჩინეთის დახმარებით შეძენილი ტექნიკის დამონტაჟება საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ 2017 წლის მაისში დასრულდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში 2005 წლიდან დღემდე გრანტების სახით უკვე გამოყოფილია დაახლოებით 356 მლნ იუანი (დაახლოებით 54 მლნ აშშ დოლარი) და 30 მლნ იუანის (შეთანხმების ხელმოწერისთვის დაახლოებით 5.2 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის 20 წლიანი უპროცენტო სასაქონლო კრედიტი 10 წლიანი შეღავათიანი პერიოდით. აღნიშნული გრანტებით/უპროცენტო სასაქონლო კრედიტით ფინანსდება საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები, რომელთა შერჩევა ხორციელდება მხარეებს შორის კონსულტაციების საფუძველზე.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)