|
2017-06-14 12:52:54, 2288 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი: საქართველო და უკრაინა იხდიან ფასს იმისთვის, რომ ჩვენ ნატო-ს ჯარები გვიცავს
„საქართველო და უკრაინა იხდიან ფასს იმისთვის, რომ ჩვენ ნატო-ს ჯარები გვიცავს“, - ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა მარგუს ცაკნამ „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა. „ამერიკის ხმის“ ქართული ბიუროს ინფორმაციით, მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მოწოდებულია გახდეს ნატო-ს წევრი და საერთო მისიებში თავისი წვლილი შეაქვს. „მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ, რომ საქართველოს ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია. მე, როგორც ესტონეთის თავდაცვის მინისტრს მესმის, რომ საქართველო და უკრაინა იხდიან ფასს იმისთვის, რომ ჩვენ ნატო-ს ჯარები გვიცავს. ჩვენ მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ მათთან. გახდებიან თუ არა საქართველო და უკრაინა ალიანსის სრულუფლებიანი წევრები, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საქართველო მოწოდებულია გახდეს ნატო-ს წევრი, საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო მისიებში. ესტონეთი საქართველოსთვის საუკეთესო მეგობარია. ყველა ფორუმზე ვახსენებ საქართველოს, იმიტომ, რომ ჩვენსავე ინტერესებში შედის რუსეთს რუხი ზონები არ დავაშენებინოთ. ჩვენ მოკავშირეების გვერდით უნდა დავდგეთ იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ზოგიერთი მეგობარი ალიანსის წევრი არ არის“, - აღნიშნა მარგუს ცაკნამ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)