|
2017-06-14 11:34:07, 3814 ნახვა
საზოგადოება კულტურა
ბაგრატის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის დარბაზში წყალი ჟონავს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაგრატის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის დარბაზში წყალი ჟონავს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამის მიზეზი 2012 წელს სარეაბილიტაციო პროცესის დროს დაშვებული სამშენებლო ხარვეზებია. „აღმოჩნდა, რომ წვიმის დროს, გუმბათის თითქმის ყველა სარკმელზე გაჩენილი ღიობებიდან ნალექი ტაძრის ინტერიერში შედის და კედლებს აზიანებს. გუმბათის ყელის შიდა სეგმენტებზე თვალნათივ ჩანს წყლის ლაქები. სპეციალისტების დასკვნით, გაჩენილი ხარვეზების მიზეზი, სარეაბილიტაციო პროცესის ნაჩქარევად განხორციელებაა, რომლის დროსაც ტაძრის გუმბათზე გამოუმშრალი ხის მასალის სარკმელები დამონტაჟდა. კიდევ უფრო სერიოზულია დაზიანებების კვალი ტაძრის ახალ მინაშენზე, სადაც ახლად წარმოქმნილი ღიობებიდან ნადენი ნალექის ლაქები შედარებით უფრო დიდ ფართობებზეა გამოვლენილი“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადების თანახმად, ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შპს „არქიტექტორები და კომპანიამ“ არსებული ნაკლოვანებები დაჩქარებულ ვადებში უნდა გამოასწოროს, რადგან აღნიშნულ ვალდებულებას სამშენებლო ჯგუფს საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის პროცესის დაწყებამდე გაფორმებული ხელშეკრულება აკისრებს. ცნობისთვის, 16 ივნისს მხარეები თბილისში სამუშაო შეხვედრას გამართავენ, რომლის დროსაც აღდგენითი მეთოდოლოგია უფრო კონკრეტულად განისაზღვრება.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)