|
2017-06-14 10:52:08, 2070 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია ბაქოში აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგას შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო პარტნიორობისა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. „გვქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან, განვიხილეთ მიმდინარე საკითხები და დავგეგმეთ მომავალი ნაბიჯები, შევქმენით რამდენიმე სამუშაო ჯგუფი, რათა გადავიდეთ ყოველდღიური მუშაობის რეჟიმშზე. ჩვენ კარგად გვესმის აზერბაიჯანისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა როგორც სატრანსპორტო კორიდორების, ისე ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით. აზერბაიჯანი არის საქართველოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, მათი მხრიდან იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის ხარისხის ზრდა ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. „ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ამ ურთიერთობების განვითარებაში ძალიან დიდი როლს თამაშობს ორმხრივი, მაღალი დონის ვიზიტები, მათ შორის ბატონი გიორგი გახარიას დღევანდელი ვიზიტი, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩემს კოლეგასთან შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ სატრანსპორტო დერეფნების საკითხები, მათ შორის, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ახალი აბრეშუმის გზის შესახებ, რომელშიც აქტიურად არის ჩართული აზერბაიჯანი და საქართველო, ასევე განვიხილეთ მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, ვისაუბრეთ სატრანსპორტო გადაზიდვების, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, ინვესტიციებისა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე“, – აღნიშნა შაჰინ მუსტაფაევმა. აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების დღეს არსებული დონე ძალიან მაღალია. „მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია თითქმის ორმოცდაათი პროცენტით, რაც ძალიან სასიხარულოა. ვთვლით, რომ ამ მიმართულებით კიდევ დიდი პოტენციალი არსებობს, რომლითაც სამომავლოდ ჩვენი სავაჭრო ბრუნვის კიდევ გაზრდაა შესაძლებელი“ – განაცხადა მუსტაფაევმა. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთთანამაშრომლობას ინვესტიციების სფეროში. „ჩვენი კომპანიები არიან მსხვილი ინვესტორები საქართველოში და და გვსურს, რომ აზერბაიჯანშიც უფრო მეტი ქართული კომპანია საქმიანობდეს, ვიდრე დღეს არის. შესაბამისად, ჩვენ ქართულ დელეგაციას გავაცანით აზერბაიჯანის საინვესტიციო გარემო და ის მიმართულებები, რომლებიც შესაძლოა საინტერესო იყოს და მოიზიდოს ქართველი ინვესტორები ჩვენს ქვეყანაში“ – განაცხადა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა. შეხვედრას ქართული მხრიდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი, ასევე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
(NS)
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)