04:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 20:12:15, 1880 ნახვა

საზოგადოება
აზერბაიჯანის პროკურატურა: აფგან მუხტარლი აზერბაიჯანულ და ქართულ სპეცსამსახურებს ერთობლივად არ დაუკავებიათ

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი აზერბაიჯანულ და ქართულ სპეცსამსახურებს ერთობლივად არ დაუკავებიათ.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აზერბაიჯანელი დეპუტატის ელმან ნასიროვის ამ თემაზე გაკეთებული განცხადება, რომელიც მედიით გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

აზერბაიჯანელი სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ ​მუხტარლი 29 მაისს საქართველოდან აზერბაიჯანში გადასვლისას, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის დროს დააკავეს.

„როგორც ადრე აღინიშნა, წინასწარი გამოძიების შესაბამისად, აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან მუხტარლი საქართველოს მხრიდან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას, ბალაკენის რაიონში 29 მაისს, 22:40 საათზე დააკავეს, რომელსაც არ აღმოაჩნდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ის არ დაემორჩილა სახელმწიფო საზღვრის დამცველთა კანონიერ მოთხოვნებს და გაქცევის მცდელობისას, დააკავეს.

ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მუხტარლი სპეცსამსახურების თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს, შემდეგ კი აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს, არ შეესაბამება სინამდვილეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა საქმეზე გამოძიებას განაგრძობს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics