|
2017-06-13 17:01:16, 2248 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა
აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გამართა. სამინისტროს ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა და გიორგი გახარიამ ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. „ჩვენს სავაჭრო ბალანსში დიდი ადგილი უჭირავს ენერგომატარებლებს და ტრანსპორტს, თუმცა, უნდა გავააქტიუროთ სხვა მიმართულებებიც, მათ შორის ორმხრივი სავაჭრო პოტენციალი. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პოტენციალის ერთობლივად გამოყენება იმისთვის, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს და მათი მოზიდვა გამარტივდეს“, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ. მინისტრის თქმით, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო აბრეშუმის გზის ფორუმს და იმ სატრანზიტო დერეფნებს, რომელთა განვითარებასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორივე ქვეყნისთვის. გიორგი გახარიას განცხადებით, საუბარია როგორც აღმოსავლეთ–დასავლეთის, ასევე სამხრეთ–ჩრდილოეთის სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გიორგი გახარიას შეხვედრები ქვეყნის პრემიერ–მინისტრთან, ასევე ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრებთან.
(NS)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)