|
2017-06-13 13:45:31, 2220 ნახვა
ეკონომიკა
„გალტ & თაგარტი” ტურიზმის სექტორის მიმოხილვას ყოველთვიურად ქართულ ენაზე გამოაქვეყნებს
„გალტ & თაგარტის“ საქართველოს ტურიზმის სექტორის ყოველთვიური მიმოხილვა დღეიდან დაინტერესებული პირებისთვის ქართულ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნულ მიმოხილვას „გალტ & თაგარტი” ინგლისურ ენაზე 2016 წლის ნოემბრიდან აქვეყნებს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ტურიზმის სექტორის ყოველთვიური მიმოხილვა „გალტ & თაგარტის” ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, ამასთან აღნიშნულ სექტორში ინვესტორთა დიდი ნაწილი ქართველია, დღეიდან მიმოხილვა ხელმისაწვდომი იქნება ქართულ ენაზეც. ტურიზმის სექტორის მიმოხილვა ყოველი თვის დასაწყისში ქვეყნდება და მიმოიხილავს გასული თვის სექტორულ სტატისტიკას და ახალ ამბებს. ტურიზმის სექტორის სტატისტიკაში დეტალურადაა ჩაშლილი ვიზიტორების რაოდენობა, მათი ქვეყნების და კატეგორიების მიხედვით განაწილება და ა.შ. სექტორის მიმოხილვის ახალ ამბებში მოცემულია ინფორმაცია ინვესტორთა გეგმების, სასტუმროების განვითარების, ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენის შესახებ. ასევე, საქართველოს აეროპორტებში და საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებულ ვიზიტორთა დინამიკის და ახალი რეისების შესახებ. ამასთან, მიმოხილვაში საუბარია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საქართველოში ახალი კურორტების განვითარება. „გალტ & თაგარტის” მიერ ტურიზმის სექტორის შესახებ მომზადებული მიმოხილვა უფასოა და ყოველი თვის დასაწყისში, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს ვებგვერდზე: www.gtresearch.ge. „გალტ & თაგარტი“ მუდმივად აკვირდება საქართველოში მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებს, როგორებიცაა ტურიზმი, ენერგეტიკა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ღვინო. მკითხველს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის პროდუქტს, მათ შორის სექტორების სიღრმისეულ წლიურ კვლევებს, ენერგეტიკის ყოველთვიურ მიმოხილვას, და საქართველოს და აზერბაიჯანის ეკონომიკების ყოველკვირეულ მიმოხილვას.
(R)
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)