|
2017-06-13 11:24:03, 2081 ნახვა
ეკონომიკა
ყაზახეთისადმი საქართველოს ვალი შემცირდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყაზახეთის მიმართ საქართველოს ვალის განმეორებითი რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებას ხელი მოაწრა. როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ვალის ოდენობა ყაზახეთისადმი 27.77 მლნ აშშ დოლარიდან 25,48 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. მნიშვნელოვანია, რომ ყაზახეთის ვალის დაფარვა პარიზის კლუბის კრედიტორებთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება და ვალის მომსახურება 2025 წლამდე გაგრძელდება. მოლაპარაკება ყაზახეთთან ვალის რესტრუქტურიზაციაზე 2001 წლიდან მიმდინარეობდა და წარმატებით 2016 წელს დასრულდა, რომლის საფუძველზეც ყაზახეთი დათანხმდა, რომ ვალის მომსახურება საქართველოსთვის ხელსაყრელი პირობებით მომხდარიყო. გარდა ამისა,დიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახეთის ფინანსთა მინისტრს ბახიტ სულტანოვს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, კვაშირგამბულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა სექტორებში. აღინიშნა, რომ ინტენსიური ეკონომიკური კავშირების მიუხედავად, ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი. პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ყახაზეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. (NS)
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)