|
2017-06-12 13:15:09, 2208 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება
2017 წელს თბილისი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირი 12-17 ივნისს ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე ოლიმპიური პარკის სპორტულ კომპლექსში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის ფარგლებში 11 ივნისს ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი ჩატარდა. ჯამში, ევროპის ჩემპიონატი 6 დღის მანძილზე გასტანს და მასში მონაწილეობას, ევროპის 45-მდე ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი, მიიღებს. საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 24 სპორტსმენით წარსდგება. ევროპის ჩემპიონატზე მედლები მამაკაცთა და ქალთა შორის როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ სახეობებში გათამაშდება - დაშნაში, ხმალსა და რაპირაში. ვითიბი ბანკი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის და ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორია.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)