|
2017-06-12 10:23:29, 2123 ნახვა
სამართალი
Интер РАО ტარიფებთან დაკავშირებით საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოსთან იდავებს
რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტი კომპანია Интер РАО საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.კომპანიამ საარბიტრაჟო პროცედურები უკვე დაიწყო. Интер РАО საქართველოსთან საარბიტრაჟო დავას ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკარგის კომპენსირების მიზნით გეგმავს. კერძოდ, საინვესტიციო დავას იწყებენ ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V, რომელთა მფლობელობაშია „თელასის“ 75% და „ხრამი 1“ და „ხრამი 2“ ჰიდროელექტროსადგურების 100%. არსებული ინფორმაციით, მთავრობასთან აქტივების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებასა და 2013 წელს გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმში ვალუტის გაუფასურების გამო ზარალის კომპენსირება გათვალისწინებული იყო, თუმცა აქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2016 წელს ტარიფების ცვლილების მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)