03:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 09:37:25, 1814 ნახვა

საზოგადოება
მერია: დედაქალაქის მასშტაბით გარე განათება სპეციალურად შედგენილი პროგრამის მიხედვით ირთვება

თბილისის მერია მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას" წევრების მხარდამჭერ აქციაზე, რომელზეც ასევე სხვა გზავნილებიც იყო გაჟღერებული, გარე  განათების გამორთვის ფაქტს ეხმაურება.

როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, შპს “თბილსერვის ჯგუფის” მიერ, მთელი ქალაქის მასშტაბით, გარე განათების ჩართვა ყოველდღიურად მართვისა და კონტროლის მოწყობილობის მეშვეობით ხორციელდება.

„არსებობს სპეციალურად შედგენილი პროგრამა, რომელიც წელიწადის სხვადასხვა სეზონზე გარე განათების ჩართვის განსხვავებულ  დროს გულისხმობს. შესაბამისად, ზაფხულის დადგომასთან ერთად შეიცვალა აღნიშნული დრო და გარე განათება ყოველდღიურად, 20:45 საათზე პროგრამულად ირთვება“,-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ,შაბათს,  თბილისში, რუსთაველის გამზირზე, Birja Mafia-ს მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართა.

აქციაზე სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები ჰქონდათ გამოტანილი, მათ შორის: „ჩვენ მოვიგებთ ომს“, „გაბედე დეკრიმინალიზაცია“, „სამწუთიანი კლიპისთვის 20 წელი“ და სხვა.

 Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics