03:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-11 13:25:34, 1787 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“: სამგზავრო მატარებელს სარკინიგზო გადასასვლელზე სატვირთო მანქანა გვერდიდან შეეჯახა

ნიქოზიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ საგარეუბნო სამგზავრო მატარებელს სარკინიგზო გადასასვლელზე, სატვირთო მანქანა გვერდიდან შეეჯახა, რამაც მატარებლის ლიანდაგიდან აცდენა გამოიწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, არც ერთი მგზავრის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მცირედი დაზიანება მიიღო სატვირთო მანქანის მძღოლმა.

„დღეს, 6 სთ 50 წუთზე, ნიქოზი-გორის სარკინიგზო მონაკვეთის მე-7 კილომეტრზე გრაფიკის დაცვით მოძრაობდა მატარებელი N605, რა დროსაც სატვირთო მანქანის მძღოლმა ვერ შეძლო მანქანის დამორჩილება და ნიქოზიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ საგარეუბნო სამგზავრო მატარებელს (#605) სარკინიგზო გადასასვლელზე გვერდიდან შეეჯახა, რამაც მატარებლის ლიანდაგიდან აცდენა გამოიწვია. არც ერთი მგზავრის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ჯანმრთელობის მცირედი დაზიანება მიიღო სატვირთო მანქანის მძღოლმა. შემთხვევის ადგილზე პრობლემის აღმოსაფხრვრელად საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად გამოცხადნენ და ყველა საჭირო სამუშაო დროულად შეასრულეს. აღნიშნულ შემთხვევას არ გამოუწვევია სხვა მატარებლების შეფერხება და ყველა მატარებელი გრაფიკის შესაბამისად გადაადგილდება“,-აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics