|
2017-06-09 15:33:47, 1680 ნახვა
საზოგადოება
პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის აქცია 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება
ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღების მიზნით გამოცხადებული მორიგი აქციით ამ დრომდე 68 000-მდე ადამიანმა ისარგებლა. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საარჩევნო სიის დახვეწის პროექტის ფარგლებში, აქცია 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. თბილისის იუსტიციის სახლში 9 ივნისს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ, და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა, აქციის მიმდინარეობა შეაფასეს და მოქალაქეებს აქციით სარგებლობის პირობები გააცნეს. პირადობის მოწმობის აღება უფასოდ შეუძლიათ მოქალაქეებს: რომელთაც არ გააჩნიათ არცერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი); რომელთა რეგისტრაციის მისამართი ფიზიკურად აღარ არსებობს (არასრული/არარსებული ან ლიკვიდირებული მისამართი); მონაცემთა ბაზაში უსურათო/უხარისხო ჩანაწერის მქონე მოქალაქეებს; რეგისტრაციიდან მოხსნილ საქართველოს მოქალაქეებს; მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირებს, თუ ისინი რეგისტრაციას გაივლიან იდენტიფიცირებად მისამართზე. აქცია შეეხება სრულწლოვან და იმ პირებს, რომელთაც აქციის დასრულებამდე უსრულდებათ 18 წელი. იმისათვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები თავისუფლდებიან როგორც საბუთის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა გაბარათიანება ხელს უწყობს მონაცემთა ბაზების დახვეწასა და საარჩევნო სიების სრულყოფას. პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ ან შეღავათიან ფასად (საფასურის 50%) გაცემის მიზნით ამ დრომდე არაერთი აქცია განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც უკვე 1 000 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ მიიღო. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 000 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას, რომელიც ეროვნული, ევროპული და უსაფრთხო სახელმწიფო დოკუმენტია. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 10 აპრილიდან 29 აპრილამდე გამართული აქციის ფარგლებში 28 906-მა ადამიანმა ისარგებლა, ასევე გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის აქციის ფარგლებში 147 116-მა უსაბუთო და 10 063-მა რეგისტრაციიდან მოხსნილმა პირმა უფასოდ მიიღო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. აქციის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ვებგვერდებზე (sda.gov.ge; psh.gov.ge); სკაიპის მისამართსა (sda.gov.ge) და ტელეფონის ნომრებზე: 2 405 405 და 240 10 10.
(NS)
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)