2015-04-17 16:28:29, 488 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ტყემალაძე: ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"- სთვის თანხების მოძიება პერმანენტულად ხდება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ტყემალაძის, განცხადებით, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"- სთვის თანხების მოძიება პერმანენტულად ხდება.
მისივე თქმით, თბილისის მერია დონორ ორგანიზაციებთან მუშაობას აგრძელებს.
რაც შეეხება ფონდ "ქართუს" მიერ ოლიმპიური ფესტივალისთვის 10 მლნ ლარის გამოყოფას, ტყემალაძე ამბობს, რომ ეს თანახა თავიდანვე საჭირო იყო.
"გარკვეული დღეების წინ ცენტრალურმა ხელისუფლებამ 38 მილიონი ლარი დამატებით გამოყო. თბილისის მერია დონორ ორგანიზაციებთან მუშაობს და შესაბამისად, 100 მლნ ლარი მოძიებული და გამოყოფილი იქნა ფონდი "ქართუს" მიერ",-აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან