13:38 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-09 11:37:44, 2140 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ კერესელიძე თურქეთის ბიზნესსაბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე თურქეთის საერთაშორისო ტექნიკურ-საკონსულტაციო ბიზნესსაბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა.

დელეგაციას  თურქეთის ეკონომიკის სამინიტროს თავისუფალი ზონის, უცხოური ინვესტიციებისა და მომსახურების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი უგურ ოზთურქი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტებზე (თხილი, ღვინო, ცოცხალი პირუტყვი, ხორცი, წყალი), ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო მელიორაციის მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ პროექტებს.

უგურ ოზთურქმა ქართულ მხარეს  ინფორმაცია მიაწოდა თურქეთის საერთაშორისო ტექნიკურ-საკონსულტაციო ბიზნეს საბჭოში შემავალი უწყებების სამუშაო მიმართულებების შესახებ და აღნიშნა, რომ ირიგაციის თემა უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია საბჭოში შემავალი უწყებებისთვის და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics