|
2017-06-08 15:59:19, 2162 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: უშიშროების საბჭოს მდივანმა არ იცის, რა არის მისი სტატუსი, ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი გააკრიტიკა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უშიშროების საბჭოს მდივანმა არ იცის მისი სტატუსი არ იცის. "უშიშროების საბჭოს მდივანი, ანუ ის პირი, რომელიც მემსახურება მე, ისევე როგორც პრეზიდენტს, პრემიერს და საბჭოს სხვა წევრებს და მეუბნება, რომ მე და თქვენ ვერ შევთანხმდებით, ეს ნიშნავს იმას, რომ უშიშროების საბჭოს მდივანს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, სად არის და როგორ არის. უშიშროების საბჭოს მდივანმა არ იცის, რა არის მისი სტატუსი ეს არის ძალიან მძიმე შემთხვევა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მისი კრიტიკა საფუძვლიანია და ლანძღვასთან საერთო არაფერი აქვს. "დესტრუქციული არის შეფასება, რომელიც შეურაცხყოფასთან არ არის დაკავშირებული, სუსტი პოზიციები ვთქვი დღეს და ესეც არ არის არანაირად შეურაცხყოფასთან დაკავშირებული. ჩვენთვის აუცილებელია, რომ ვთქვათ სიმართლე, იმ რეალობასთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს. სიმართლე არის ის, 5 თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება კამპანია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, დღეს უკვე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ეს კამპანია არ ეფუძნება არანაირ ლოგიკას და არანაირ არგუმენტებს", - განაცხადა კობახიძემ.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)