|
2017-06-08 15:09:54, 1377 ნახვა
საზოგადოება
ქართულ ცხვარში უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვრის შერევა, მკაცრად გაკონტროლდება
მკაცრი რეგულაციები ამოქმედდება, რათა ქართულ ცხვარში უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვრის შერევა არ მოხდეს. აღნიშნულს „სურსათ/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მედიას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააცნო. მისივე თქმით, ამ ნაბიჯით, გამოირიცხება შემთხვევები, როდესაც ქართულის სახელით უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვარი ქართულს შეერევა და გავა საქართველოდან ექსპორტზე: „დღეს მთავრობის სხდომაზე რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გავიტანეთ. „სურსათ/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შევიტანეთ. კერძოდ, საკითხი უკავშირდება კარანტინის წესების გამკაცრებას. სამწუხაროდ, არსებობდა პრაქტიკა, როდესაც ხდებოდა საქართველოში უცხო ქვეყნიდან, ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ცხვრის შემოყვანა, იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ქართულ ცხვარში შერევა ხდებოდა, რა თქმა უნდა, ეს ვეტერინარული თვალსაზრისით რისკებს ატარებს. ქართულ ცხვარში უცხო ცხვრის შერევა, კარანტინის წესების დარღვევა საკმაოდ მკაცრად დაისჯება. შესაბამისად, ფაქტობრივად, გამოირიცხება შემთხვევები, როდესაც ქართულის სახელით უცხო ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვარი ქართულს შეერევა და გავა საქართველოდან ექსპორტზე იმიტომ, რომ საქართველოს განსაკუთრებით მაღალი, კეთილსაიმედოობა აქვს ვეტერინარული თვალსაზრისით, ქართულ ცხვარს ასევე აქვს ხარისხობრივი საკმაოდ კარგი თვისებები. ჩვენ ჩვენი ინდუსტრიის დაცვა უნდა მოვახდინოთ მაქსიმალურად მეცხვარეთა, ფერმერთა ინტერესები დავიცვათ და შესაბამისად, იმ ბაზრებზე წვდომა, რომელიც ბოლო წლებში გაუჩნდათ ჩვენი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, რა თქმა უნდა იყოს მყარი და მდგრადი, შესაბამისად, ეს ცვლილებები ამას უზრუნველყოფს და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მეცხვარეობის სექტორის განვითარებისთვის ზოგადად“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)