12:17 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 12:23:55, 2464 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მთავრობა კომისიას მიმართავს, კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ მიწის შეძენა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ შეეძლებათ

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება,  საკონსტიტუციო კომისიას მიმართოს,  კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე შესაძლებელი არ იქნება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

 „მმართველ გუნდში  გაიმართა კონსულტაციები, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მთავრობა, საპარლამენტო უმრავლესობა და მივიღეთ გადაწყვეტილება,  რომ საკონსტიტუციო კომისიას მივმართოთ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი,  რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის გასხვისება არ იქნება შესაძლებელი, იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეობა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics