|
2017-06-08 10:45:28, 1698 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფერმერთა რეესტრის შექმნის საკითხები განიხილეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ფერმერთა რეესტრის საკითხები განიხილეს და ფერმერთა რეესტრის შექმნის სამოქმედო გეგმის მიმდინარე სტატუსზე იმსჯელეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მინისტრის მოადგილეები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის „სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ წარმომადგენლები და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ესწრებოდნენ. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფერმერთა რეესტრის შექმნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული რეალობის და სამინისტროს მიზნების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირთან აღებული ვალდებულების თანახმად, 2018 წლისთვის საქართველოში ფერმერთა რეესტრი უნდა შეიქმნას. მისივე თქმით, ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირთან და FAO-სთან ერთად აქტიურად მუშაობს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში გარკვეული სახის მონაცემთა ბაზები უკვე არსებობს. „შექმნილია მცირემიწიან ფერმერთა, სახელმწიფო პროექტებით მოსარგებლე ფერმერთა, ასევე მევენახე ფერმერთა ბაზები, თუმცა არ არსებობს ფერმერთა ერთიანიბაზა, რომელიც ფერმერთა შესახებ უფრო სრულყოფილ სურათს წარმოაჩენს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს მონაცემთა ისეთი რეესტრი, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნების და არსებული რეალობის გათვალისწინებით იქნება შექმნილი“,-აღნიშნა მინისტრმა. შეხვედრაზე FAO-ს წარმომადგენლებმა საქართველოში ფერმერთა რეესტრის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს ყველა ასპექტის გათვალისწინება, რათა ის ბაზა რომელიც შეიქმნება იყოს განახლებადი და ცოცხალი დოკუმენტი, რომელშიც ფერმერთა შესახებ ინფორმაცია სამინისტროს მიზნობრიობასთან შესაბამისობაში აისახება. სამუშაო შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ რეესტრის ჩამოყალიბების ყველა ეტაპზე გათვალისწინებული იქნება ის მიზნობრიობა, რისთვისაც ამ რეესტრის გამოყენება მოხდება. (NS)
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)