2017-06-08 10:08:24, 2172 ნახვა
მსოფლიო
კიევში, აშშ-ის საელჩოსთან აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები
კიევში, ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოსთან აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამინი დაშავდა.
ხელისუფლების განცხადებით, ინციდენტი 8 ივნისს, დაახლოებით 00.05 საათზე, უკრაინის დედაქალაქში, შევჩენკოს რაიონში მოხდა.
"გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაუდგენელმა პირებმა დიპლომატიური მისიის ტერიტორიის მიმართულებით უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა ისროლეს", - ნათქვამია განცხადებაში.
შემთხვევის ადგილზე პოლიციელები და გამომძიებლები იმყოფებოდნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე (ტერორისტული აქტის) მუხლით მიმდინარეობს. დამნაშავეთა დასაკავებლად საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან