2017-06-08 10:01:51, 2413 ნახვა
მსოფლიო
ანდამანის ზღვაში მიანმარის თვითმფრინავის ფრაგმენტები და დაღუპული მგზავრები აღმოაჩინეს
მიანმარის სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც გუშინ რადარებიდან გაუჩინარდა, ანდამანის ზღვაში აღმოაჩინეს, - ამის შესახებ France Press იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, მაშველებმა წყლიდან რამდენიმე ცხედრის ამოყვანაც შეძლეს. სამძებრო –სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის ამ დრომდე გრძელდება.
როგორც მედია წერს, ამ ეტაპზე, კატასტროფის მიზეზები უცნობია. სამძებრო ოპერაციებში 9 სამხედრო ხომალდი და 3 თვითმფრინავია ჩართული.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო თვიტმფრინავი რადარებიდან გუშნ გაუჩინარდა. თვითმფრინავის ბორტზე 122 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 15 მცირეწლოვანი. ის მიეიკიდან იანგუნის მიმართულებით ახორციელებდა ფრენას. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავში სამხედროების ოჯახის წევრები ისხდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან