|
2017-06-07 19:57:58, 1709 ნახვა
საზოგადოება
პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპი იწყება
პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპის ფარგლებში, ორბელიანის მოედანზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია იწყება პროექტის ფარგლებში, თბილისის განვითარების ფონდიორბელიანის მოედანზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციას იწყებს. სამუშაოები, რომლებიც მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და ოთხი თვის ვადაში დასრულდება, ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე შვიდ ქუჩაზე: ათონელის, ვირსალაძის, ხიდის, ფურცელაძის, ფხოვის, სობჩაკის (ყოფილი ხაზინის ქუჩა) და თაბუკაშვილის ქუჩებზე განხორციელდება. საინჟინრო-საკომუნიკაციო პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ქუჩებზე მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების ქსელი და კანალიზაციის სისტემა. მოეწყობა ახალი სადრენაჟე სისტემა და სანიაღვრე ქსელები.ასევე, განახლდება ბუნებრივი აირის მიწოდების სისტემა, ელექტრო ენერგიის ქსელი და სუსტი დენების გაყვანილობა. სამუშაოები ყველა ქუჩაზე ეტაპობრივად განხორციელდება, რათა დროებით გზის დაკეტვის შემთხვევაში, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სამანქანე და ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება აღნიშნულ ტერიტორიაზე. პროექტის განხორციელების შედეგად, მთლიან არეალში მდებარე ქუჩებზე აღმოიფხვრება მოძველებული ქსელებით გამოწვეული პრობლემები. ასევე, თავიდან იქნება აცილებული აღნიშნული ქსელების განმეორებითი დაზიანების შემთხვევები. საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოების ბიუჯეტი 8.5 მლნ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე, საინჟინრო-საკომუნიკაციო პროექტთან ერთად, პარალელურად დაიწყება მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოები. 150-მდე ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი ფხოვის ქუჩაზე მოეწყობა, რაც აღნიშნულ ტერიტორიას საგრძნობლად განტვირთავს ავტომობილებისა და უწესრიგო მოძრაობისგან. სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით 9 ივნისს, 12:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება ვირსალაძისა და მტკვრის ქუჩებზე. აღნიშნული შეზღუდვიდან გამომდინარე, ავტობუსების #6,31,42,87 მარშრუტები შეიცვლიან მოძრაობას და რუსთაველის გამზირიდან ნაცვლად: თავისუფლების მოედანი - რუსთაველის გამზირი - გიორგი ჭანტურიას ქ. - ვირსალაძის ქ. - მარჯვენა სანაპირო - ბარათაშვილის ქ. იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩისკენ: თავისუფლების მოედნის - ალექსანდრე პუშკინის ქუჩების გავლით იმოძრავებენ. რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, მარშრუტების ის ნაწილი, რომელიც თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას (#4,19,31,67,72,120,131,141,176) გადიოდა გიორგი ჭანტურიას, ვირსალაძის ქუჩებზე და მარჯვენა სანაპიროზე, ამჟამად ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს ალექსანდრე პუშკინის ქუჩის გავლით. მარშრუტების ის ნაწილი, რომელიც ბროსეს ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიამდე მოძრაობისას (#15,40) გადიოდა ვირსალაძის, ათონელის, ხაზინის და ფხოვის ქუჩებზე, ამჟამად იმოძრავებს მარჯვენა სანაპიროს და ბარათაშვილის ქუჩის გავლით. მარშრუტების ის ნაწილი, რომელიც მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიამდე მოძრაობისას (#35,50,150) გადიოდა ათონელის, ვირსალაძის ქუჩებზე და მარჯვენა სანაპიროზე, ამჟამად იმოძრავებს ათონელის, ვახტანგ ორბელიანის და რენა აბჟანდაძიოს ქუჩების გავლით. (NS)
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)