23:50 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 17:44:52, 1984 ნახვა

საზოგადოება
„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორი IMSO-ს საკონსულტაციო საბჭოს ვიცე თავმჯდომარედ აირჩიეს

ლონდონში (დიდი ბრიტანეთი) საერთაშორისო მობილური სატელიტური ორგანიზაციის რიგით 39-ე საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც 103 წევრი სახელმწიფო და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

აღნიშნული სხდომის თავმჯდომარედ ერთხმად არჩეული იქნა ვანუატუს წარმომადგენელი ლაურენტ პარენტე და ვიცე-თამჯდომარედ საქართველოს წარმომადგენელი კაპიტანი მამუკა ახალაძე.

საქართველოს წარმომადგენლის კანდიდატურა წამოყენებული იქნა კვიპროსის დელეგაციის მიერ და მხარდაჭერილი მექსიკის, მალაიზიის, საფრანგეთის, ბანგლადეშის, ანტიგუას და ბარბადოსის, ირანის და ნიგერიის დელეგაციების მიერ.

„საქართველოს წარმომადგენლის არჩევა ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის საკონსულტაციო საბჭოს ვიცე-თავმჯდომარედ მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოს საზღვაო სფეროსთვის და ზოგადად ქვეყნის იმიჯისთვის. ეს მოვლენა ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო საზღვაო ასპარეზზე“, - აცხადებენ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში“.

ცნობისთვის, IMSO არის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ დაარსებული ორგანიზაცია, რომელშიც დღეისათვის გაწევრიანებულია 103 ქვეყანა, მათ შორის 2015 წლის 12 იანვრიდან საქართველო და არეგულირებს გლობალური საზღვაო უბედურების და უსაფრთხოების სისტემას (GMDSS) და ასევე გემების გლობალურ იდენტიფიცირებას და კონტროლს (LRIT).

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics