12:17 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 13:58:24, 2236 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ძაბირაძე ბადაშვილის პროკურატურაში დაბრუნებაზე: როგორი ურთიერთდამოკიდებულება იქნება ამ უწყებაში, გაუგებარია

„როლები შეიცვალა  და  როგორი ურთიერთდამოკიდებულება იქნება ამ უწყებაში, ვერტიკალი იმუშავებს იქ თუ ეს იქნება ორმმართველიანობა, გაუგებარია“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ მთავარი პროკურორის მოადგილედ ყოფილი მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

 „ცოტა რთული შესაფასებელია. თავის დროზე ბადაშვილი იყო გენერალური პროკურორი და შოთაძე მოადგილე. ახლა როგორღაც როლები შეიცვალა. როგორი ურთიერთდამოკიდებულება იქნება ამ უწყებაში, ვერტიკალი იმუშავებს იქ თუ იქნება ორმმართველიანობა ეს გაუგებარია, ზოგადად კი ვერტიკალმა უნდა იმუშაოს. ასეთი რამეები  მოლდავურ ქვეყნებში ხდება, თითქოს პრობლემაც არ არის ხოლმე, მაგრამ ჩვენ ამ  ქვეყნების რიგს და  კატეგორიას არ მივეკუთვნებით და პრობლემა ეს არის. ვსაუბრობ სტრუქტურის  მუშაობაზე, თუ ორხელისუფლებიანობა იქნება მაშინ ამან შეიძლება მთელი სტრუქტურის პარალიზება გამოიწვიოს“,-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ცნობისთვის, ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა, კვლავ პროკურატურაში დააბრუნეს. ბადაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics