2017-06-07 13:21:20, 2429 ნახვა
მსოფლიო
ირანის პარლამენტსა და მავზოლეუმზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო
ირანის პარლამენტსა და მავზოლეუმზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, - ამის შესახებ დაჯგუფებასთან დაახლოებული სააგენტო AMAQ იუწყება.
"ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ირანის პარლამენტსა და მავზოლეუმზე, თავდასხმა განახორციელეს", - წერს სააგენტო.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ირანის დედაქალაქ თეირანში პარლამენტის შენობაში ტერორისტები შეიჭრნენ. თავდამსხმელებმა შენობაში მყოფ პირებს ცეცხლი გაუხსნეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მძევლად 5 ადამიანი ჰყავდათ აყვანილი. ინციდენტის შედეგად 7 ადამიანი დაირუპა, მათ შორის დაცვის ერთი წევრი. პარალელურად კიდევ ერთი თავდასხმა იმამ ჰომეინის მავზოლეუმზე განხორციელდა, სადაც ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაშავდა 5 ადამიანი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან