|
2017-06-07 12:54:45, 2153 ნახვა
ეკონომიკა
,,საქართველოს ფოსტამ“ ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების ვალდებულება ვადაზე ადრე შეასრულა
„საქართველოს ფოსტამ“ მიმდინარე წლის მაისის თვეში უნივერსალურ მომსახურებაში შემავალი საფოსტო გზავნილების საერთო რაოდენობის 85%-ზე მეტის ადრესატისთვის 3 (სამ) სამუშაო დღეში ჩაბარება უზრუნველყო. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ეკონონიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, წერილობითი კორესპონდენციის ნაწილში 10%-ით, ხოლო ამანათების ნაწილში კომპანიის შიდა ხარისხობრივ სტანდარტს 7%-ით გადააჭარბა. „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით გაგზავნილი/მიღებული საფოსტო გზავნილების რაოდენობის მუდმივად იზრდება. მიმდინარე წლის მაისის თვეში, საფოსტო გზავნილების საერთო რაოდენობამ 461000 ერთეულს გადააჭარბა. „საქართველოს ფოსტამ“ დადგენილ ვადაზე ადრე შეძლო 97/67/EC დირექტივით განსაზღვრული ზოგიერთი ხარისხობრივი სტანდარტის შესრულება. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების დანართი XV-C -ის (საფოსტო და საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებული წესები) შესაბამისად, საქართველომ საფოსტო ოპერაციების ევროპულ სტანდარტთან დაახლოების ვალდებულება აიღო. პირობის შესრულების მიზნით, საქართველო ვალდებულია ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში 1997 წლის 15 დეკემბრის ევროპარლამენტის და საბჭოს 97/67/EC დირექტივა- ევროკავშირის საფოსტო მომსახურების შიდა ბაზრის განვითარების და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საერთო წესების შესახებ შეასრულოს. (NS)
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)