23:50 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 12:41:04, 1794 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სამინისტრომ იპოთეკური სესხი კიდევ 166 დევნილ ოჯახს დაუფარა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თბილისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ქუთაისში მცხოვრებ 166 დევნილ ოჯახს იპოთეკურ სესხი დაუფარა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე  თამარ კივილაძის დევნილ ოჯახს ესტუმრა. 

მათივე ცნობით, კივილაძეების სამსულიანი  ოჯახი  სამინისტრომ,  იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით, 20 000 ლარით დააფინანსა.

სამინისტროს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცა, რომლებსაც იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ ბინა ან სახლი, რომელიც ოჯახის ერთადერთ ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენს.

იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე   20 000 ლარს შეადგენს.

„დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის დაფარვის“  პროექტს სამინისტრო 2015 წლიდან წარმატებულად ახორციელებს. ამ დრომდე,  სამინისტრომ სესხი 93  დევნილ ოჯახს უკვე დაუფარა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics