|
2017-06-06 13:19:43, 1590 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება ესპანეთში გარდაცვლილი ქართველის სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ესპანეთში გარდაცვლილი ალუდა ლიპარტელიანის სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროცესში საქართველოს საკონსულოა ჩართული. "ოჯახის წევრების მიერ ალუდა ლიპარტელიანის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში მიმართვისთანავე, საქართველოს საკონსულო ბარსელონაში მუდმივ კავშირში იმყოფებოდა ესპანეთის სამართალდამცავ ორგანოებთან და რეგულარულად იღებდა ინფორმაციას ა. ლიპარტელიანის ადგილსამყოფელის დადგენის შესახებ გამოძიების წარმოების თაობაზე ადგილობრივი პოლიციიდან. 28 მაისს სამართალდამცავი ორგანოების მიერ საკონსულოს მიეწოდა ინფორმაცია ალუდა ლიპარტელიანის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით. ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, პიროვნება გარდაიცვალა დაახლოებით თვენახევრის წინ, რაც ემთხვევა მისი გაუჩინარების თარიღს. · ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს საკონსულო ბარსელონაში ოჯახის წევრებთან კოორდინაციით დაუკავშირდა დამკრძალავ ბიუროს ალუდა ლიპარტელიანის ცხედრის საქართველოში გადასვენების პროცესის დაწყების მიზნით. სამწუხაროდ, დამკრძალავი ბიუროს ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედრის მდგომარეობის გამო, რასაც მისი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ, ამ ეტაპზე გარდაცვლილის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი პროცედურების ჩატარება ვერ ხერხდება. კერძოდ ცხედარზე არ ზემოქმედებს არც ერთი სპეციალური საშუალება. შესაბამისად, უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის გარეშე, ესპანური მხარე არ იძლევა თანხმობას, რათა განხორციელდეს ცხედრის ტრანსპორტირება საჰაერო გზით. ამ ეტაპზე გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან შეთანხმებით და საქართველოს საკონსულოს აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების მიზნით ალტერნატიული გზების ძიება", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)