|
2017-06-05 17:35:48, 1654 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში 400-მდე ფერმერი გადამზადდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ, საქართველოში ჩინეთის კონსულთან სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებში, ვან ლიენ ფოსთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში აშენებული სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსი დაათვალიერეს და ორწლიანი თანამშრომლობა შეაჯამეს. პროექტის ფარგლებში, ჩინეთის ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური ააშენა, რომელიც სამეცნიერო დანიშნულებისაა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას და საწარმოო პოტენციალის ზრდას. „ჩვენ თანამშრომლობის პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, პროექტის პირველი ფაზა წარმატებით განხორციელდა და ამის დასტურია ფერმერების მხრიდან პროექტში ჩართვის სულ უფრო მზარდი ინტერესი. აღნიშნულიდან გამომდინარე,იგეგმებაპროექტის მეორე ეტაპი, რომელიც, დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, - აღნიშნა იური ნოზაძემ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ შულავერში სტუმრებმა იმ ადგილობრივი ფერმერების სათბურები დაათვალიერეს, რომლებსაც ბოსტნეული კულტურები ჩინური ტექნოლოგიით მოჰყავთ. ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფის“ წარმომადგენლებმა რამდენიმე ფერმერს ჩითილები და სათბურების მოსაწყობი მასალა უსასყიდლოდ გადასცა. აღსანიშნავია, რომ ჰუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის ჯგუფი აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გაცვლით და ადამიანური რესურსების განვითარების პროექტებში, რომლის ფარგლებშიც წარმატებით ხორციელდება ფერმერთა გადამზადება. ქართველ ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკასა და მართვის საკითხებზე, სათბურებში ბოსტნეული კულტურების დაავადებების კონტროლისა და დახურულ გრუნტში ბიოსასუქებისა და ბიოპესტიციდების გამოყენების მექანიზმებზე და სხვა. საქართველოსა და ჩინეთში აღნიშნულმა ჯგუფმა ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე 400-მდე ფერმერისთვის 10 სასწავლო კურსი საქართველოში და 2 ჩინეთში ჩაატარა. ბოსტნეულის წარმოებასთან დაკავშირებით ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2014 წლის 15 იანვარს გაფორმდა. პროექტისათვის 20 მილიონი იუანი (3 მილიონი ამერიკული დოლარი) განისაზღვრა.
(NS)
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)