|
2017-06-05 17:36:40, 2596 ნახვა
საზოგადოება
„აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“ ხვალ ოფიციალურად გაიხსნება
6 ივნისი, 12:00 საათზე, "აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“ ოფიციალურად გაიხსნება. ყოფილი „სეფსისის ცენტრი“, კომპანია „ავერსის“ მართვაში 2014 წლის 1 თებერვლიდან გადავიდა. შენობა იყო ამორტიზირებული და პირველივე დღიდან დაიწყო სარემონტო სამუშაოები: მოხდა შენობის ხელახალი გადახურვა, კანალიზაციის გამოცვლა, 8000კვ. მეტრი ძველი შენობის სრული რეკონსტრუქცია, 1800 კვ. მეტრი ფასადის მიშენება, ავტო პარკინგისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. დღეს კლინიკის სახელწოდებაა „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“, რომელიც გახდა მრავალპროფილური. შენარჩუნებულია სახელოვანი ტრადიციები და ძველი, პროფესიონალი პერსონალი. თავდაპირველად კლინიკაში მუშაობდა 150 თანამშრომელი, ხოლო ამჟამად მუშაობს 325, რომელთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. კლინიკა აღიჭურვა უახლესი აპარატურით. ამჟამად კლინიკაში ფუნქციონირებს, უახლესი მოდელის PHILIPS- ის კომპიუტერული ტომოგრაფი, SHIMADZU -ს ციფრული რენტგენი, GENERAL ELECTRIC- ის ექოსკოპიის აპარატი. მთლიანად განახლებულია პედიატრიული, ქირურგიული, გინეკოლოგიური, ინფექციური, რეანიმაციული დეპარტამენტები. ასევე, ორი საოპერაციო და ემერჯენსის განყოფილება. უახლეს პერიოდში დაემატება გადაუდებელი ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტები. კლინიკა ჩართული საყოველთაო ჯანდაცვის ყველა პროგრამაში. „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში“ დღემდე ჩადებულია 15 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომელიც კომპანია „ავერსი–ფარმამ“ გაიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკ (EBRD) – ის დაფინანსებით. „ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის “ ოფიციალურ გახსნას დაესწრებიან: გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო პრემიერ მინისტრი; დავით სერგეენკო -საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; ზაზა სოფრომაძე -საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; ნინო ბერძული -აქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; პაატა კურტანიძე -,,ავერსის“ დამფუძნებელი; ლალი ბოჭორიშვილი -აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის ქალიშვილი და სხვა ოფიციალური პირები.
(R)
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)