22:15 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 16:31:04, 1831 ნახვა

საზოგადოება
რევაზ ასათიანი საქართველო-ფინეთის პირველ ბიზნესფორუმს დაესწრო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა საქართველო-ფინეთის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრის მოადგილემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობისთვის აღნიშნული ბიზნესფორუმის გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ფინეთის  გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილა.

როგორც რევაზ ასათიანმა განაცხადა, საქართველოსთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ფინეთის გამოცდილების გაზიარება რძის პროდუქტების, მარცვლეული კულტურებისა და თევზის წარმოების მიმართულებებით. 

მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს საქართველოში აგრარულ დარგში არსებული მდგომარეობა გააცნო, ახალგაზრდა ფერმერების კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით ფინეთთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. 

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) მიერ ორგანიზებული საქართველო-ფინეთის რიგით პირველი ბიზნესფორუმი სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ გაიმართა,  რომელსაც ფინეთის ელჩი საქართველოში არია მაკონენი, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს, ფინურ-ქართული სავაჭრო ასოციაციის და მსხვილი ფინური კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics