11:35 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 13:33:59, 2354 ნახვა

კომენტარი
„ევროპული საქართველო“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით მღებრიშვილს და გომერაულს პარლამენტში იბარებს

"ევროპული საქართველო" აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს  პარლამენტში მისვლისკენ მოუწოდებს და ჩანაწერების გასაჯაროებას  მოითხოვს.

"ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ხელისუფლებას ნებისმიერი გზით უნდა მოეთხოვოს, საქმესთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა.

"ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ გასცენ კითხვებს პასუხი. თუ ეს გაუვიდა ხელისუფლებას, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა მოქალაქე, ყველა პოლიტიკოსი ხელს ვაწერთ რომ ჩვენი სახელმწიფო არ არსებობს. აღარ ვლაპარაკობ იმ საერთაშორისო ზიანზე, იმ მორალურ მხარეზე, რომელიც წარმოუდგენელია ამ სიტუაციაში. ჩვენ მოვითხოვეთ შს მინისტრის და სუს-ის ხელმძღვანელის მოსვლა პარლამენტში, რომ სერიოზულად გასცენ პასუხი ყველა კითხვას და გაასაჯაროონ ჩანაწერები", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics