|
2017-06-05 11:09:06, 2227 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძემ მედიას კონსტიტუციური ცვლილებების საპარლამენტო განხილვის გეგმა გააცნო
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიას დღევანდელ ბრიფინგზე კონსტიტუციური ცვლილებების საპარლამენტო განხილვის გეგმა გააცნო. კობახიძის თქმით, მიმდინარე კვირის განმავლობაში, დღეიდან პარასკევის ჩათვლით, დაიწყება საკონსტიტუციო განხილვები 5 კომიტეტის ფარგლებში, შემდეგ კი სესია ჩატარდება. მისივე განმარტებით, ცვლილებების პირველი მოსმენა ნაცვლად 12 ივნისის კვირისა, 19 ივნისის კვირაში, რიგგარეშე სხდომაზე გაიმართება. „ვენეციის კომისიის სხდომა დაინიშნა 16 ივნისს და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დაველოდოთ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას. აქედან გამომდინარე, 12 ივნისის კვირაში აღარ გაიმართება პირველი მოსმენა და დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა 19 ივნისის კვირაში, როდესაც გაიმართება უკვე პირველი მოსმენით განხილვა საკონსტიტუციო კანონპროექტის. ამის შემდეგ უკვე გადავალთ ისევ საკომიტეტო განხილვაზე და საკომიტეტო განხილვის დასრულებისთანავე გაგრძელდება პლენარული განხილვა, განვიხილავთ და მივიღებთ მეორე მოსმენით უკვე ამ სესიის ბოლო კვირის განმავლობაში კანონპროექტს. როგორც ეს იყო დაგეგმილი წინასწარ, ორი მოსმენით კანონპროექტი იქნება განხილული და მიღებული ივნისის ბოლომდე. ასეთია ჩვენი გეგმა საბოლოოდ რა თქმა უნდა მესამე მოსმენით იქნება კანონპროექტი უკვე მომდევნო, საშემოდგომო სესიაზე, სავარაუდოდ ოქტომბერში გაიმართება კანონპროექტის განხილვა ჩვენი პროგნოზით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)