|
2017-06-03 16:03:30, 2101 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონში ამხანაგობების დაფინანსება მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სხვადასხვა სახის სამუშაოები 36 ობიექტზე დასრულდა, მათ შორის: 6 ობიექტზე წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია, 9 მისამართზე ქანობიანი და ბრტყელი სახურავების შეკეთება , ასევე, სადარბაზოების რემონტი, საერთო სარგებლობის კიბეების, ლიფტების, სადარბაზოს მეტალის კარებისა და შენობის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია დასრულდა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების მისაღებად, დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში განცხადებები ყოველი თვის პირველიდან 10 რიცხვის ჩათვლით მიიღება. მაისის თვეში თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში 65 განცხადებაა შესული. მიმდინარე წელს დიდუბის რაიონის გამგეობამ ამხანაგობების მიერ წარდგენილი 178 ობიექტის რეაბილიტაცია დააფინანსა, რომელზეც ჯამში 1 988 056 ლარი დაიხარჯა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)