|
2017-06-03 15:19:08, 2094 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე: ვინც ჰეიდარ ალიევის მონუმენტს საღებავი შეასხა, არის ნაძირალა და რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარებაში საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს. როგორც გოცირიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტი არაა ერთადერთი შემთხვევა, როცა "ხელისუფლება ვერ იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს". "ვინც ჰეიდარ ალიევის მონუმენტს საღებავი შეასხა, არის ნაძირალა და რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი. მოვლენების ამ მიმართულებით განვითარებაში პირდაპირ არის დამნაშავე საქართველოს მთავრობა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების ფაქტი არაა ერთადერთი შემთხვევა, როცა ხელისუფლება ვერ იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს. უკვე გაჩნდა ხელისუფლების ირიბად გამამართლებელი შეფასებები. მაგალითად, ის რომ, თურმე იგი იმყოფება ” სტრატეგიული პარტნიორობის ტყვეობაში”. ამით იმის თქმა უნდათ, რომ უფრო დიდს შეიძლება შევწიროთ ნაკლებად მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლება გარემოებათა მძევალია და ასე შემდეგ. ასეთი მსჯელობა ნიშნავს ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატს. ხელისუფლება უნდა იმყოფებოდეს საკუთარი კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების ტყვეობაში და არა ვინმესთან ფარულ გარიგებაში. თანაც, როცა ასეთი თანამშრომლობა ემსახურება არა ქვეყნის, არამედ მმართველი ძალის ვიწროპარტიულ და ფინანსურ ინტერესებს", - წერს რომან გოცირიძე.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)