|
2017-06-02 19:58:06, 2668 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერსედეს ვერა მარტინმა განიხილეს. აღნიშნული მისია საქართველოში პირველად იმყოფება. შეხვედრაზე, პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ფონდის მისიის წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის, აგრეთვე რეფორმების მიმდინარეობისა და სამომავლო ღონისძიებების შესახებ. მისი თქმით, წლის დასაწყისიდან საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები პოზიტიურია. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და გიორგი კაკაურიძე. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)