|
2017-06-02 17:43:35, 1702 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა დაღუპული ჯარისკაცების შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
კამპანია „მამის მეგობრისგან“ გრძელდება. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული ჯარისკაცების შვილებს ამჯერად გასართობ ცენტრ „ისთ ფოინთში“ უმასპინძლა. ღონისძიებას სამხედრო მოსამსახურეებიც დაესწრნენ. მინისტრმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და დაღუპულთა ოჯახებს მხარდაჭერა აღუთქვა. 14 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს გასართობი ცენტრის, „ფოკუს მოკუსის“ წარმომადგენლებმა მრავალფეროვანი პროგრამა, ინტელექტუალური და სახალისო თამაში შესთავაზეს. ბავშვებს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობისა და ატრაქციონებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცათ. მოგვიანებით, სტუმრებმა რესტორან „ლებოვსკის“ მენიუ დააგემოვნეს, ჯარისკაცების შვილებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. პროექტის „მამის მეგობრისგან“ ფორმატში ლევან იზორია გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს საახალწლო ღონისძიებაზეც შეხვდა. დაღუპული და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდაჭერა და მათზე ზრუნვა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)