|
2017-06-02 17:13:54, 2359 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ახლო მომავალში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოკიოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის პრეზიდენტთან შინიჩი კოტაოკასთან შეხვედრა გამართა, რომელიც ახლო მომავალში საქართველოს ვიზიტით ეწვევა. JICA–ს პრეზიდენტის განცხადებით, იაპონიისთვის მნიშვნელოვანია დაეხმაროს საქართველოს მისი აღმშენებლობის გზაზე. მან გამოხატა მზადყოფნა გააგრძელოს საქართველოსთან თანამშრომლობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში, მათ შორის დასავლეთ-აღმოსავლეთ დამაკავშირებელი მაგისტრალის პროექტის განხორციელებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანი სიგნალია ის რომ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია რეგიონალურ ოფისს სწორედ საქართველოში ხსნის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)