|
2017-06-02 14:04:59, 2357 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დუმის ყოფილი დეპუტატი: მე ვიყავი მოწმე საუბრისა, თუ როგორ ნადირობდნენ მიხეილ სააკაშვილზე
რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, მარია მაკსაკოვას განცხადებით, რუსეთში კრიმინალი სპეცსამსახურებთან არის კავშირში. ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თოქ-შოუში განაცხადა. როგორც მაკსაკოვამ აღნიშნა, ის იყო მოწმე საუბრისა, თუ როგორ ცდილობდნენ მიხეილ სააკაშვილის მოშორებას. "უკრაინის კრიმინალს არ ვიცნობ და ვთვლი, რომ რუსეთში არსებულ კრიმინალთან გაცნობაც მეყო. უკრაინა რუსეთისგან ძალიან განსხვავდება. იქ კრიმინალი შერწყმულია სპეცსამსახურებთან, "ფე-ეს-ბე"-სთან, ისინი ნატრულობენ, რომ სხვადასხვა დავალებები შეასრულონ. მე ვიყავი მოწმე საუბრისა, თუ როგორ ნადირობდნენ პატივცემულ მიხეილ სააკაშვილზე. მომისმენია, როგორ ნერვიულობდნენ იმაზე, თუ როგორ მოეშორებინათ სააკაშვილი, მაგრამ ეს ისე უნდა გაეკეთებინათ, რომ მათზე ეჭვი არავის მიეტანა", - აღნიშნა მაკსაკოვამ. დუმის ყოფილმა დეპუტატმა სააკაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ მან რუსეთში საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც ბრძოლისუნარიანი ლიდერი. "რუსეთში აჩვენეთ, რომ ბრძოლისუნარიანი ხართ, ბუნტის თავი, მასას კი ასეთი ადამიანები არ მოსწონს", - დასძინა მარია მაკსაკოვამ.
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)