21:46 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 13:56:07, 872 ნახვა

რეგიონი
ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთი უარს არ ამბობს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლაზე

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალი უარს არ ამბობს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლაზე, თუმცა ეს გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიდოს, - ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა "რია-ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ბიბილოვმა აღნიშნა, რეფერენდუმის ჩატარების სურვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხალხს სურს.

"არავინ უარყოფს სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების იდეას. სამხრეთ ოსეთის ხალხს ეს სურს და ადრე თუ გვიან, აქამდე მივალთ. ამას ვერ გავექცევით. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციის გარეშე ეს შეუძლებელი იქნება“, - დასძინა ბიბილოვმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics