|
2017-06-01 21:14:05, 1944 ნახვა
საზოგადოება
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ გურჯაანის რაიონში ეფექტურად იმუშავა
31 მაისს სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ კახეთის მთელი რეგიონის მასშტაბით სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან შემოსული 2000 კმ2-ზე მეტი საერთო ფართობის მქონე ფრონტალური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დაამუშავა, თელავის, სიღნაღის, საგარეჯოს, ლაგოდეხის და გურჯაანის რაიონებში. ფრონტალურმა ღრუბლის მასამ რეგიონში ჩამოყალიბებული 30-35 მმ ზომის სეტყვის მარცვლები შემოიტანა, ნალექის უდიდესი ნაწილი გურჯაანის რაიონში იყო შემოსული. სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად მაქსიმალურად იქნა თავიდან არიდებული ნალექის სეტყვის სახით ჩამოცლა. მიუხედავად უმძლავრესი ატმოსფერული პროცესებისა, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის აქტიური ზემოქმედების შედეგად 31 მაისს სეტყვის მოსვლა დაფიქსირდა მხოლოდ 313 ჰეკტარზე, რაც გურჯაანის რაიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 6,26%-ია. აღნიშნული მონაცემი დასტურდება გურჯაანის რაიონში სტიქიით მიყენებული ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისიის მიერ. ამავე კომისიის მიერ მოწოდებული მონაცემიდან კარგად ჩანს ისიც, რომ დასეტყვილი სავარგულებიდან 223 ჰექტარზე ვენახის დაზიანების მაჩვენებელი შეადგენდა მხოლოდ 5-10%, ხოლო დანარჩენ 90 ჰეკტარზე კურკოვანი ნარგავების დაზიანების მაჩვენებელი - საშუალოდ 20%. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)