|
2017-06-01 16:27:24, 2416 ნახვა
სამართალი კომენტარი
თეა წულუკიანის განცხადებით, ნაადრევია იმაზე საუბარი, მოხდება თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ნაადრევია იმაზე საუბარი, მოხდება თუ არა დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერის, ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება. მისივე თქმით, პირს საქართველოს სასამართლოს მიერ სამთვიანი წიანსწარი საექსტრადაციო პატიმრობა აქვს შეფარდებული, რომელიც შეიძლება ორჯერ, მაქსიმუმ სამ-სამი თვით გაგრძელდეს. ამასთან, მინისტრის განმარტებით, საქართველოს თურქეთთან საერთო თანამშრომლობის ბაზა და ექსტრადირებასთან დაკავშირებით ევროპული კონვენცია აქვს და პროცედურები ამ კონვენციის თითოეული მუხლის დაცვით უნდა წარიმართოს: "მაქსიმუმი ვადა საექსტრადაციო პატიმრობის არის 9 თვე, ამ პერიოდში თურქეთის სახელმწიფოს მოეთხოვება, წარმოადგინოს სისხლის სამართლის მასალები, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბრალდებები, რომელიც მის წინაშეა წარდგენილი, ეფუძნება რეალურ ფაქტებს. თურქეთთან გვაქვს საერთო თანამშრომლობის ბაზა, გვაქვს ექსტრადირებასთან დაკავშირებით ევროპული კონვენცია და ამ კონვენციის თითოეული მუხლის დაცვით უნდა წარიმართოს ეს პროცედურები. რა გამოიკვეთება წარმოდგენილი სისხლის სამართლებრივი მასალებიდან, ეს ჯერ არ ვიცით, რადგან ჯერ მხოლოდ დაკავების ბრძანებაა წარმოდგენილი, რაც არის საკმარისი საფუძველი ევროპული კონვენციის თანახმად, რომ პირს საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდოს", - განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, თურქული მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თბილისში, 24 მაისს, დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად.
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)