21:18 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 14:14:23, 1836 ნახვა

საზოგადოება
უკრაინაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა

კიევში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26-ე წლისთავთან და უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხეილ უკლებამ და უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ.

მათივე ინფორმაციით,  ღონისძიებაზე ცნობილმა ორკესტრმა „კიევ-კლასიკ", სტუმრებისთვის ქართული და უცხოური კლასიკური ნაწარმოებები შეასრულა.

 საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ უკრაინის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, კიევში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მასმედიის, არასამთავრობო სექტორისა და უკრაინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

 მიღებას საპატიო სტუმრის სტატუსით  მსოფლიოში ცნობილი სომელიე ჟერარ ბასე ესწრებოდა, რომელმაც  ქართული ღვინის დეგუსტაცია მოაწყო.

 გარდა ამისა, კიევში, ქართულ რესტორანში, გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, რომელიც ასევე ჩაატარა ცნობილმა სომელიემ ჟერარ ბასემ.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ და კომპანიის "GWS" აღმასრულებელმა დირექტორმა. დეგუსტაციას ესწრებოდნენ მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები და ადგილობრივი მედია.

 საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, უკრაინის დედაქალაქში გაიმართა მე-8 ქართული კულტურის საერთაშორისო ფესტივალი. საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღო კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრთან „იბერიელი" არსებულმა ქართული ცეკვის ანსამბლმა.

კონცერტი  თბილისიდან მოწვეულმა ქართულმა მუსიკალურმა კოლექტივმა "ირიაომ" გახსნა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics