21:18 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 13:33:02, 2214 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
საქართველოში მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა სავალდებულო ხდება

საქართველოს  ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა სავალდებულო ხდება.

შესაბამის ცვლილებაზე  მთავრიბის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა:

„ეს მოთხოვნა იქნება გავრცელებული და აღსრულებული, ვინაიდან  ჩვენ ხშირად გვაქვს ასეთი ინციდენტებიც, რომელსაც  ზოგ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის, ზოგ  შემთხვევაში ჯანმრთელობის, თუ ქონების დაკარგვა თან სდევს. ამიტომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.ჩვენ ვმუშაობთ, რომ მთლიანად მესამე პირის მიმართულებით  მესამე მხარის ვალდებულების დაზღვევა გავრცელდეს არა მხოლოდ უცხოეთში რეგისტრირებულ, არამედ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი  მწვანე ბარათის სისტემაში საქართველოს გაწევრიანებისთვის და იმისათვის, რომ უცხოელებმაც იგრძნონ თავი იმ ქვეყანაში, სადაც ვრცელდება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედი წესები და მესამე პირთა მიმართ ვალდებულება უნდა იყოს რაც შეიძლება ფართოდ დაზღვეული ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics